გამოცხადდა იმ ექვსი არბიტრის ვინაობა, რომლებიც 2-15 ივლისს საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს გაუძღვებიან.
ესენი არიან: მადს კრისტოფერსენი (დანია), დავიდე მასა (იტალია), სერგეი ლაპოჩკინი (რუსეთი), ულა-ჰობერ ნილსენი (ნორვეგია), სრჟდან იოვანოვიჩი (სერბეთი), ალი პალაბიიკი (თურქეთი).
როგორც იცით, A ჯგუფში ითამაშებენ საქართველო, პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი, ხოლო B ჯგუფში - გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, ბულგარეთი.