ფეხბურთი

0:20 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” პეტროსი გაასხვისა

“ბეტისმა” ბრაზილიელი ნახევარმცველი პეტროს არაუხო “სან პაულოში” გაასხვისა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

ბრაზილიურმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლების 50% 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

პეტროსი “ბეტისში” 2015 წლის ზაფხულს “კორინთიანსიდან” 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა. მან გასულ სეზონში ანდალუსიური კლუბის მაისური 33-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თეგებიპეტროსი
0.119094