“რომას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
25 წლის ვინგერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 11-ნომრიანი მაისური მოირგო. მერსისაიდულ კლუბს ეგვიპტელი მოთამაშის დამატება 39 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
სალაჰმა გასულ სეზონში “რომას” მაისური 41-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.