“ჰიუსტონ როკეტსმა” ჯეიმს ჰარდენთან გასულ წელს 91 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ახლა კი ტეხასელები კალათბურთელს ახალ 4-წლიანი ხელშეკრულებას სთავაზობენ, რაშიც “ბაბუაწვერა” 168 მილიონს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ჰარდენი“ჰიუსტონის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს, იქამდე კი სამი სეზონის განმავლობაში “ოკლაჰომაში” თამაშობდა.