Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ალბანეთის საფეხბურთო ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პიპო ინძაგის ეპატიჟება. ამასთან დაკავშირებით იტალიელი სპეციალისტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულ პოსტზე ასევე განიხილებოდა ჯანკარლო კამოლეზეს კანდიდატურაც, თუმცა როგორც “კიასოს” ყოფილმა მწვრთნელმა თქვა, მას გუნდის დირექტორობა უნდა.
ფილიპო ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა თავის ყოფილ გუნდში “მილანში” დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. აწ უკვე გასულ სეზონში კი “ვენეციას” სერია B-ში გადასვლაში დაეხმარა. რაც შეეხება სანაკრებო დონეზე მწვრთნელობას, 44 წლის იტალიელს გამოცდილება არ აქვს.