ლონდონის “ჩელსი” სერბი ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის შემცვლელად “მონაკოსა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ტიემუ ბაკაიოკოს განიხილავს.
“არისტოკრატები” მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
ნემანია ახლოსაა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან. ბოლო დროს სერბი აქტიურად აღნიშნავდა, რომ მის ყოფილ დამრიგებელთან, ჟოზე მაურინიოსთან სურდა თამაში.
გასულ სეზონში მატიჩმა პრემიერლიგაში 35 თამაში ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ბაკაიოკოს – 32 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დააგროვა.