ფეხბურთი

12:21 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაუბრუნდა

გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი დარასელია დაინიშნა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, 48 წლის სპეციალისტი უკვე შეუდგა მუშაობას.

გორელებმა სეზონი ზივ არიეს ხელმძღვანელობით დაიწყეს, რომელმაც პოსტი მიმდინარე თვის დასაწყისში დატოვა და ისრაელში დაბრუნდა. მას შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით გიორგი დეკანოსიძე ასრულებდა.

“დილა” ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მოპოვებული 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, გიორგი დარასელია “დილას” 2012 წელსაც წვრთნიდა, 2013 წელს ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” ჩაიბარა, შემდეგ “ზუგდიდს” (2013-2014) და ქუთაისის “ტორპედოს” (2014-2015) ედგა სათავეში. სამწვრთნელო კარიერა მან 2004 წელს ისრაელში დაიწყო, სადაც 2012 წლამდე კფარ საბას “ჰაპოელში”, “ბნეი საჰნინში”, ჰაიფას “მაკაბიში” და ბეერ შევას “ჰაპოელში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

0.102212