მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს, მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.
ისევე, როგორც წინა ტურში საქართველოს ამჯერადაც ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ტურნირის რეიტინგ ფავორიტ ჩინეთს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამ ტურნირზე კარგი თამაშით ვერ გამოირჩევა, საქართველოს ნაკრები 3.5:0.5 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.
საპირისპირო მდგომარეობაში იყოფება საქართველოს ნაკრები. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ქართველმა ქალბატონებმა სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესეს და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, პირველ სამეულში მოხვედრაც კი სათუოდ გაიხადეს.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ისევ 4.0 ქულა აქვს და ვიეტნამთან და აზერბაიჯანთან ერთად 6-8 ადგილებს ინაწილებს. 8.0-8.0 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ უკრაინა და რუსეთი იმყოფებიან. მე-6 ტურში საქართველოს მეტოქე ვიეტნამი იქნება.
ვაჟთა ჩემპიონატს 9.0 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს.
მე-5 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ჩინეთი - საქართველო 3.5:0.5
ვენცზიუნ ცზიუ(2583) - ნანა ძაგნიძე(2533) 1:0
ჩჟუნ ტანი(2517) - ლელა ჯავახიშვილი(2447)1:0
ტინცზე ლეი(2448) - ბელა ხოტენაშვილი(2452)1:0
ცი გო (2417) - ნინო ბაციაშვილი (2469) 0.5:0.5
პოლონეთი - უკრაინა 1:3
რუსეთი - აშშ2:2
ეგვიპტე - ინდოეთი 1:3
ვიეტნამი-აზერბაიჯანი 2.5:1.5
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:
1-2. უკრაინა, რუსეთი -8.0-8.0 ქულა
3. ინდოეთი - 7.0
4-5. პოლონეთი, ჩინეთი - 6.0-6.0
6-8. საქართველო, აზერბაიჯანი, ვიეტნამი - 4.0-4.0
9. აშშ - 3.0
10. ეგვიპტე - 0.0
მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი:
საქართველო-ვიეტნამი
აშშ-ჩინეთი
ინდოეთი რუსეთი
პოლონეთი-ეგვიპტე
უკრაინა-აზერბაიჯანი