“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა “დალასის” ცოცხალ ლეგენდაზე დირკ ნოვიცკიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მისი ფავორიტი კალათბურთელია.
“დირკი ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა. სამწუხაროდ, მე და დირკს ერთ გუნდში თამაში არ მოგვიწია. ის ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევია”- განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
2011 წელს დირკ ნოვიცკის “დალასმა” სუპერფინალში ლებრონ ჯეიმსის “მაიამი ჰიტს” აჯობა.