31 წლის ცენტრი დუაიტ ჰოვარდი “შარლოტ ჰორნეტსის” ღირსებას დაიცავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
“ატლანტამ” “შარლოტს" ჰოვარდი მარკო ბელინელისა და მაილს პლამში გაუცვალა, ასევე ჯორჯიელებმა ჯორდანის გუნდს დრაფტზე 31-ე არჩევის უფლება მისცეს.
ჰოვარდს აქამდე “ორლანდოში”, “ლეიკერსში”, “ჰიუსტონში” და “ატლანტაში” უთამაშია.
განვლილ სეზონში ჰოვარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.5 ქულას, 12.7 მოხსნას და 1.4 პასს აკეთებდა.