ფეხბურთი

19:42 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი: “ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა”

ბათუმის “დინამო” ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “იაგელონიას” დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგით კმაყოფილი არ დარჩენილა აჭარული გუნდის დირექტორი ოთარ ფედიჩკინი. ამის შესახებ მან WORLDSPORT.GE-ს განუცხადა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ “დინამო” ყველაფერს გაიღებს, აღნიშნული ბარიერის დასაძლევად.

“შეიძლებოდა უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა – ვფიქრობ, “იაგელონია” ყველაზე ძლიერი ამოვიდა სავარაუდო ხუთეულიდან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რამეს დავუთმობთ, პირიქით, ბოლომდე ვიბრძოლებთ. შარშან, ანტალიაში ამხანაგური თამაში მოვუგეთ კიდეც (1:0).

შემადგენლობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ერთი ფორვარდის დამატება იგეგმება. საშინაო თამაშს კი, ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე ჩავატარებთ”, - გვითხრა ფედიჩკინმა.

პირველი მატჩი პოლონეთში 29 ივნისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო ქუთაისში – 6 ივლისს.

0.116624