ფეხბურთი

19:14 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატი არდაზიშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

თბილისის "ლოკომოტივის" შემტევმა ნახევარმცველმა რატი არდაზიშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. სამწუხარო ამბავია ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ, მითუმეტეს, არდაზიშვილი გიორგი ყიფიანის გაწვრთნილი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

არდაზიშვილმა ბულგარეთი-საქართველოს 19-წლამდელთა ამხანაგურ მატჩში მიიღო ტრავმა და შესაცვლელი გახდა. რამდენიმე დღეში დაზუსტდება დიაგნოზი. სამწუხაროდ, ჯვარედინი მყესების გაწყვეტას ვარაუდობენ.

რატი არდაზიშვილმა წლეულს საქართველო-რუსეთის 19-წლამდელთა ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ის თამაში 1:0 მოვიგეთ. რატი "ლოკოშიც" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, ტექნიკურმა შემტევმა ამ სეზონში ერთი გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა.

როგორც იცით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს წელს საქართველო მასპინძლობს, ტურნირი 2 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.

0.120237