ფეხბურთი

14:31 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "სამტრედიას" მეტოქე ცნობილია

საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ გია ცეცაძის გუნდს აზერბაიჯანის ჩემპიონ “ყარაბახთან” მოუწევს დაპირისპირება.

“ყარაბახი” სერიოზული მეტოქეა, ბოლო წლებში ევროთასებზე წარმატებით თამაშობს. გასულ სეზონში ცოტა დააკლდა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, თუმცა ევროპა ლიგის ჯგუფში მაინც იასპარეზა.

პირველი შეხვედრა ბაქოში 11/12 ივლისს, ხოლო საპასუხო საქართველოში 18/19 ივლისს გაიმართება.

0.12662