საქართველოს ვიცეჩემპიონი საჩხერის “ჩიხურა” უეფას ევროპა ლიგაზე მეტოქის მოლოდინშია. წინასწარი კენჭისყრის შედეგად, იმერული გუნდის სავარაუდო მეტოქეთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდა.
შესაბამისად, საჩხერელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ გუნდებიდან ერთ-ერთთან მოუწევთ თამაში:
“ლეხი” (პოლონეთი)
“ქაირათი” (ყაზახეთი)
“ალტახი” (ავსტრია)
“ლევსკი” (ბულგარეთი)
“ზირა” (აზერბაიჯანი)
ევროპა ლიგის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.