ფეხბურთი

21:49 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატიმ პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა

მარკო ვერატის „პარი სენ ჟერმენში“ თამაში არ სურს. Gazzetta dello sport-ის ცნობით, იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი საქმის ყურში ჩააყენა და განუცხადა, რომ შვებულებიდან პარიზში დაბრუნებას არ აპირებს.

მოტივად კი, „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი სახელდება. თავის მხრივ, ესპანურ კლუბსაც სურს ვერატის გადაბირება.

იტალიური მედია იტყობინება, რომ „ბარსა“ მზადაა ვერატის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 10 მილიონი გადაუხადოს.

ვერატის მსურველთა შორის მიუნხენის „ბაიერნი“, ტურინის „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერიც“ სახელდებიან, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმემ კატალონურ გრანდს კონკურენცია გაუწიოს.

0.107246