ამსტერდამის "აიაქსს" 2019 წლის ივლისამდე აწ უკვე კლუბის ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავკაცი, 48 წლის მარსელ კაიზერი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. კაიზერმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა პეტერ ბოში, რომელმაც "დორტმუნდი" ჩაიბარა.
მარსელი აქამდე "ტელსტარს", "კამბურს" და "ემენს" წვრთნიდა. "აიაქსის" 21 წლამდელებმა კაიზერის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ითამაშეს და 38 მატჩიდან 23 მოიგეს, 7 ფრედ დაასრუეს, ხოლო 8 შეხვედრაში მარცხი განიცადეს.