ტურინის “იუვენტუსი” 26 წლის ბრაზილიელი მცველის,ალექს სანდროს გაყიდვას არ აპირებს და მიუხედავად იმისა, რომ “ჩელსიმ” მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, “ლურჯები” მაინც უარით გაისტუმრა.
“ჩელსიმ” მაცდური წინადადება გაგვიკეთა, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელის შენარჩუნება გვსურს. ახლა კი, ყველაფერი სანდროს გადასაწყვეტია”, -თქვა ბეპე მაროტამ.
გასულს სეზონში სანდრო “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში ყველა ტურნირისჩათვლით 43 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დააგროვა.