ფეხბურთი

12:25 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში დიბალას "იუვენტუსიდან" წასვლას ურჩევს

ტურინის „იუვენტუსის“ ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში თანაგუნდელ პაულო დიბალას „ბებერი ქალბატონის“ დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, თუ დიბალას საკუთარი თამაშის გაუმჯობესება სურს, მაშინ ტურინიდან უნდა აიბარგოს.

„დიბალას შეუძლია დიდი მომავლის შექმნა. არ ვიცი, როდის, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს მან „იუვენტუსი“ უნდა დატოვოს თავისი თამაშის გასაუმჯობესებლად“, - თქვა ალვეშმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი და არგენტინელი ახლო მეგობრები არიან. აქვე გეტყვით, რომ ალვეშის სიტყვების გამო „იუვენტუსის“ გულშემატკივრები გაბრაზდნენ და გუნდის დატოვებისკენ სოციალური ქსელის მეშვეობით თავად დანის მოუწოდებენ...

პაულო დიბალამ კი, „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი ორი თვის წინ, 13 აპრილს გააფორმა.

0.11012