21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი “ბარსელონას” სრულუფლებიანი წევრი გახდა – იუწყება კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.
მარლონი გასულ სეზონში “ბარსელონაში” იჯარით თამაშობდა და “ფლუმინენსეს” საკუთარება გახლდათ. კატალონიელებს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 5 მილიონი ევრო დაუჯდათ და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ბრაზილიელს გასულ სეზონში თამაში უმეტესად მეორე გუნდში უწევდა და ძირითადი გუნდის რიგებში მხოლოდ 3-ჯერ გამოჩნდა.