ფეხბურთი

12:37 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბულობა “ჩელსიში”: კონტე წასვლას აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბრიტანული გამოცემების ცნობით, იტალიელი სპეციალისტი თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუკი მისი სატრანსფერო მოთხოვნები უახლოეს პერიოდში არ დაკმაყოფილდება.

კონტე მიიჩნევს, რომ “ჩელსი” შემადგენლობის მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვერ იფიქრებს და კლუბის თავკაცებს ამ მიმართულებით არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

განხეთქილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი სახელდება. მწვრთნელი “ევერტონის” ფორვარდის შეძენას მოითხოვს, კლუბის ხელმძღვანელებს კი ბელგიელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გაღება გაუმართლებელ ხარჯად მიაჩნიათ. ამასთან, იტალიელს სურს, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩთან და მნიშვნელოვანი საკითხები მასთან პირადად განიხილოს.

ანტონიო კონტემ “ჩელსი” გასულ წელს ჩაიბარა და გუნდს პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. მას ლონდონელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ კონტე მსგავს სიტუაციაში 2014 წელსაც იყო, როცა ტურინის “იუვენტუსი” ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო საკითხებზე უთანხმოების გამო დატოვა.

0.114871