ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ერიკა პიოლეტი გარდაიცვალა. საქმე ისაა, რომ 3 ივნისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმდინარეობისას „სან კარლოს“ მოედანზე მომხდარმა ინციდენტმა პანიკა გამოიწვია, რასაც ასეულობით ადამიანის დაშავება გამოიწვია, ხოლო 38 წლის ერიკა ერთ-ერთ მათგანი იყო.
იგი ამ ხნის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.
შეგახსენებთ, „სან კარლოს“ მოედანზე მოხდარი არეულობისას 1 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ 1985 წელს, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს თამაშობდა „იუვენტუსი“, როდესაც ბრიუსელში, „ეიზელის“ ტრიბუნა ჩამოინგრა, რასაც 39 იტალიელი გულშემატკივრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
32 წლის შემდეგ „იუვენტუსის“ კიდევ ერთ ფინალს კი, მორიგი მსხვერპლი მოჰყვა...