“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთი ლიდერი სტეფ კარი კლუბისგან ახალ 5-წლიან კონტრაქტს ითხოვს, რაშიც კალათბურთელი 205 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის მფლობელმა ჯო ლეიკობმა კომენტარი გააკეთა.
“ასეთი წინადადების მისაღებად მზად ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარი გუნდში დარჩეს და ჩვენ მის წინადადებას მივიღებთ. ვიცი, რომ მას ჩვენთან დარჩენა სურს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე შევთანხმდებით”- განაცხადა ლეიკობმა.
კარის ამჟამინდელი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.