სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:01 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის სეზონის გუნდში

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის განვლილი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის ფეხბურთელს წარმატებული თამაში პოპულარულმა უკრაინულმა გამოცემა football.ua-მ პრემიერლიგის საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის დასახელებით დაუფასა.

“ხოჭოლავამ თამაშის იმდენად მაღალი ხარისხი და ზრდის ისეთი პოტენციალი აჩვენა, “შახტარისგან” მიწვევა დაიმსახურა და ახალ სეზონს ქვეყნის ჩემპიონის რიგებში დაიწყებს. ის კარგია ორთაბრძოლებში, ძალიან მობილური და მრავალფუნქციურია” - წერს ქართველი ცენტრალური მცველის შესახებ აღნიშნული გამოცემა.

დავით ხოჭოლავამ განვლილ სეზონში ოდესის “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში უკრაინის პრემიერლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, მთელი სეზონის განმავლობაში მისი თამაში მაღალ შეფასებას იმსახურებდა და არაერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. დონეცკის “შახტარმა” ჯერ კიდევ აპრილში გააფორმა დავითთან 5-წლიანი კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119117