მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული წარმოშობით ბელორუსი მოდელი, მარინა ლინჩუკი, ჩოგბურთით იყო დაკავებული, მისი სახელი საჩოგბურთო წრეებში უღრმესად ჩახედულმა ხალხმა თუ იცოდა. ახლა კი, როდესაც სუპერ-მოდელია, ამ ქალის სახელი ყველას აკერია პირზე.
უკვე სამ წელზე მეტია, რაც მარინა ლინჩუკი საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ცნობილი ფერადყდიანი ჟურნალი, რომლის ფურცლებზეც ამ გოგონას ფოტოები არ გამომზეურებულიყო, რამაც მარინას არნახული ცნობადობა მოუტანა.
დღეს მარინა ლინჩუკს თავისი ბელორუსული წარსულისა და წარუმატებელი სპორტული კარიერის გახსენება დიდად არ ხიბლავს და უფრო მეტად მომავალზე საუბარი იტაცებს. ეს ნამდვილად არაა გასაკვირი, რადგან კარგი მომავალი “მეჭყანებაო” – ვინ ვინ და ამ მოდელმა ნამდვილად უნდა თქვას...