ფეხბურთი

20:09 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" ბრუმა დაიმატა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "გალათასარაის" ყოფილი ნახევარმცველი, 22 წლის ბრუმა კარიერას "ლაიპციგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ბუნდესლიგის კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სპორტინგის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თურქულ გუნდში 2013 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ბრუმამ 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონი ევროა.

0.126599