სასიხარულო ინფორმაციაა გერმანიის ნაკრებისა და "დორტმუნდის" ქომაგებისთვის: მარიო გიოტცე ივლისში გუნდთან ერთად შეუდგება ვარჯიშს. რურის გუნდი 7 ივლისს დაიწყებს მზადებას და შესაძლოა, გიოტცე ცოტა გვიან შეუერთდეს.
2014 წლის მუნდიალის ფინალის გმირს რთული პერიოდი ჰქონდა და ჯერ ბოლომდე არც გადაულახავს. მას კუნთები აწუხებდა და ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: მიოპათია, ანუ ნელა პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია. უფრო გასაგებად რომ დავწეროთ, ესაა კუნთების ქრონიკული ტრავმა, რომელიც მალე დაღლას იწვევს.