ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატის “ბარსელონაში” გადასვლა სურს და კლუბის დირექტორ ანტერო ენრიკეს უკვე ესაუბრა ამის შესახებ. იტალიელი ფეხბურთელი კატალონიაში გადაბარგების სურვილს არც ჟურნალისტებთან ფარავს.
“მე გადავალ “ბარსელონაში” ახლა ან არასოდეს”, - განაცხადა იტალიელმა Mundo Deportivo-სთან.
როგორც ირკვევა, “ბარსელონა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი საწყის თანხად 80 მილიონ ევროს ასახელებდა.
გასულ სეზონში ვერატიმ ლიგა 1-ში 28 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.