ნბა-ს ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ შეხვდება, აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი შონ კინგი ავრცელებს.
ჟურნალისტის ცნობით, “გოლდენ სტეიტის” ყველა კალათბურთელმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც იცით, ყოველ წელს, ტრადიციულად, ნბა-ს ჩემპიონი ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში ხვდება ხოლმე, როგორც ჩანს, ეს წეს-ჩვეულება წელს დაირღვევა.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარის მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები კალიფორნიის შტატში წააგო.