იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “რომამ” მექსიკის ნაკრების მცველი ექტორ მორენო შეიძინა. “ჯალოროსის” ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა იტალიელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
“რომამ” მორენის სანაცვლოდ ჰოლანდიურ პსვ-ს 5.7 მილიონი ევრო გადაუხადა.
ექტორ მორენომ თავი “ალკმაარში” გამოიჩინა, საიდანაც “ესპანიოლში” გადავიდა, ხოლო 2015 წელს პსვ-ს მაისური მოირგო. გასულ სეზონში მექსიკელმა ერედივიზიონში 32 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მორენო “რომას” პირველი შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.