ფეხბურთი

23:40 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლაიფციგმა” ფორსბერგში 30 მილიონი ევრო მოითხოვა

“ლაიფციგმა” ერთ-ერთი ლიდერის ემილ ფორსბერგის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა – იუწყება გამოცემა Mediaset–ი.

25 წლის ვინგერის ტრანსფერში “მილანმა” გერმანულ კლუბს 18 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო და თუ “როსონერის” ემილის შეძენა სურს, კიდევ 12 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.

ფორსბერგს “ლაიფციგთან” მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მან განვლილ სეზონში 32 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.061071