ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ზაზა ფაჩულიას დასჯას არ აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Usa Today-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სუპერფინალის მეოთხე მატჩის ერთ-ერთ მომენტში ზაზა ფაჩულია სამი მეტოქის გარემოცვაში პარკეტზე იბრძოდა, რა დროსაც მისი მოქნეული ხელი “კლივლენდის” კალათბურთელს აიმან შამპერტს საზარდულში მოხვდა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ შემთხვევას ნბა-ს სპეციალური კომისია შეისწავლიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი სათამაშო ეპიზოდად შეაფასეს.
სუპერფინალში “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდს” 3:1-ს ამარცხებს, მეხუთე შეხვედრა ოკლენდში 13 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.