ფეხბურთი

12:59 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის გზაზე, G ჯგუფი: ესპანეთი და იტალია ფინალამდე ვარჯიშობენ (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა გრძელდება G ჯგუფში - ესპანეთი ან იტალია. ამ კითხვას კი, პასუხი მომდევნო ტურში, 2 სექტემბერს გაეცემა.

საქმე ისაა, რომ 6 ტურის თავზე „ფურია როხაც“ და „სკუადრა აძურაც“ ერთნაირი ტემპით მიდიან და თანაბარი ქულები აქვთ. თუმცა, ესპანელებს ბურთების უკეთესი ბალანსი გააჩნიათ, აქედან გამოდინარე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იტალიას სამი ქულისთვის მოუწევს თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფში მეორე ადგილზე გავა და მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა უკვე პლეი-ოფში მოუწევს.

მეექსვე ტურში ესპანეთს ცოტა არ იყოს და გაუჭირდა მოგება. მართალია, სკოპიეში, იულიან ლოპეტეგის გუნდი მალევე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს და შეხვედრის ბოლო ნახევარი საათი დაძაბულად წარიმართა. საბოლოოდ, ესპანეთმა მეორე შეცდომა არ დაუშვა და მოიგო - 2:1.

იტალიის ნაკრებს კი უდინეში ლიხტენშტეინთან პრობლემები არ შექმნია - მართალია, მრისხანე მეტოქეს სტუმრებმა ნახევარი საათზე მეტი გაუძლეს, მაგრამ მერე, ხუთი უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში და დამარცხდნენ.

ამავე ჯგუფის მესამე შეხვედრაში, ალბანეთის ნაკრებმა თელ ავივში ისრაელი გაანადგურა - 3:0. თუმცა, მეორე ადგილზე გასვლის შანსი ორივე გუნდისთვის მიზერულია...

მაკედონია - ესპანეთი 1:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 სილვა (15), 0:2 დიეგო კოშტა (27), 1:2 რისტოვსკი (66)

იტალია - ლიხტენშტეინი 5:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ინსინიე (35), 2:0 ბელოტი (52), 3:0 ედერი (74), 4:0 ბერნარდესკი (84), 5:0 გაბიადინი (90)

ისრაელი - ალბანეთი 0:3 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 სადიკუ (22), 0:2 სადიკუ (44), 0:3 მემუშაი (71)

1. ესპანეთი 6 5 1 0 21:3 16
2. იტალია 6 5 1 0 18:4 16
3. ალბანეთი 6 3 0 3 7:8 9
4. ისრაელი 6 3 0 3 9:12 9
5. მაკედონია 6 1 0 5 8:13 3
6. ლიხტენშტეინი 6 0 0 6 1:24 0

მომდევნო ტური - 2 სექტემბერი

ალბანეთი - ლიხტენშტეინი

ისრაელი - მაკედონია

ესპანეთი - იტალია

0.208429