იტალიური “მილანი” შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს და ადგილობრივი მედიის ცნობით, მორიგი სამიზნე “ლაიფციგისა” და შვედეთის ნაკრების ნახევარმცველი ემილ ფორსბერგია.
გავრცელებული ცნობით, იტალიელებმა გერმანულ გუნდს შვედში 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ “ლაიფციგს” ლიდერის დათმობა 30 მილიონზე ნაკლებად არ სურს.
ამასობაში, “როსონერიში” თამაშის სურვილი თავად ფორსბერგმაც გამოთქვა:
“მილანი” დიდი გუნდია – მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული. ამ გუნდს აქვს საინტერესო პროექტი, რომელიც მაღალ დონეზე დაბრუნებისკენაა მიმართული. ამ ეტაპზე კი, მხოლოდ შვედეთის ნაკრებზე ვარ ორიენტირებული – დანარჩენს ჩემი აგენტი კურირებს.
“ლაიფციგი” ჩემპიონთა ლიგაზე და “მილანი” არა? – ჩემპიონთა ლიგა არაა მთავარი. ჩემთვის მთავარია გუნდში მქონდეს მნიშვნელოვანი როლი”, - თქვა ფორსბერგმა.
25 წლის ემილ ფორსბერგს 2016/17 წლების სეზონი გამორჩეული ჰქონდა. ბუნდესლიგაში 30 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.