ფეხბურთი

13:49 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის მემკვიდრე: შჩესნი "იუვეს" შეუთანხმდა

ვოიცეხ შჩესნი ტურინის „იუვენტუსში“ ითამაშებს. Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის, შეთანმხება უკვე მოხდა და ახლა ჯერი მხოლოდ ლონდონის „არსენალზეა“. როგორც აპენინელი ჟურნალისტები იუწყებიან, ინგლისელებს პოლონელის დათმობა არ გაუჭირდებათ, რადგან ბოლო ორი სეზონი იჯარით „რომაში“ ჰყავდათ განათხოვრებული და სასტარტოს წევრად არც ახალ სეზონში მოიაზრება.

როგორც ირკვევა, ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი უახლოეს დღეებში ლონდონში გაემგზავრებიან და „მეთოფეთა“ ხელმძღვანელებთან ვოიცეხის ტრანსფერზე საბოლოო დეტალებს დააზუსტებენ.

გავრცელებული ცნობით, შჩესნი „იუვენტუსთან“ 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

პოლონელი დამდეგ სეზონში ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორის როლში იქნება, ხოლო 2018-2019 წლების სეზონიდან უკვე ძირითად მეკარედ იქცევა - ასეთია წინასწარი შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში დიდი ფეხბურთიდან წასვლას ჯიჯი ბუფონი აპირებს და როგორც ჩანს, „იუვეს“ ხელმძღვანელობამ თადარიგი უკვე დაიჭირა...

0.113254