საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებთა მატჩის წინ, "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ დრო დადგა საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური თამაში მოიგოს და მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვოს.
"დანაკლისი დიდია, მთლიანი წინა ხაზი ტრავმირებულია, ბოლო თამაშში რამდენიმე ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა და როგორც მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს - მათი იმედი გვაქვს. დროა სამი ქულა ავიღოთ და ამისთვის ვემზადებით", ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანლსაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იგეგმება.