ფეხბურთი

10:55 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნავალოვსკი: "გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი მოლდოვასთან თამაშის წინ იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ გუნდი ყველაფერს გაიღებს, რომ კიშინიოვიდან სამი ქულით დაბრუნდნენ სამშობლოში.

"დიდი დანაკლისია წამყვანი ფეხბურთელების არ ყოფნა, მაგრამ კარგი შეკრება გავიარეთ და ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა ავიღოთ და აქედან გამარჯვებულები წავიდეთ", - ციტირებს გიორგის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანლსაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იგეგმება.

0.120376