ფეხბურთი

23:16 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატიმ პსჟ-დან წასვლა გადაწყვიტა: ტურინი თუ კატალონია?

მარკო ვერატისა და ფრანგული პსჟ-ს გზები იყრება. კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით, იტალიელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერატის პარიზში დარჩენა აღარ სურს და ახალი გუნდის ძიებაშია.

ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ იტალიელის შეძენით “ბარსელონა” და “იუვენტუსი” ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი. კატალონიაში იგი ანდრეს ინიესტას მემკვიდრედ მიაჩნიათ, ხოლო “იუვეს” მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი და ამ შემთხვევაში, ვერატი იდეალური ვარიანტია.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, იტალიურ მედიასთან ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კლიენტისთვის “ბებერი ქალბატონი” ფანტასტიკური ვარიანტი იქნებოდა – მარკო ბავშვობიდან “იუვეს” გულშემატკივარია. აგენტმა იქვე დასძინა, რომ ვერატი პსჟ-ში ბედნიერია, მაგრამ უფრო მეტი ტიტულის მოგება სურს და ამიტომ, არაა გამორიცხული, გუნდი დატოვოს.

მარკო ვერატი პსჟ-ს 2012 წელს “პესკარადან” შეუერთდა და იმ მომენტიდან მოყოლებული ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

0.113835