ფეხბურთი

18:04 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შალკეს” 31 წლის მწვრთნელი ჰყავს

გელზენკირხენის “შალკეს” ახალი მწვრთნელი ჰყავს – დომენიკო ტედესკო, იტალიური წარმოშობის 31 წლის სპეციალისტი, რომელმაც გასული სეზონისმეორე ნახევარი ერცგებირგეს “აუეში” გაატარა.

ტედესკომ “ხუმარების” თავკაცის პოსტზე მარკუს ვაინცირლი ჩაანაცვლა, რომელსაც თანამდებობის დატოვება წარუმატებელი შედეგების გამო მოუწია.

რაც შეეხება ტედესკოს, მან ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ “აუეში” მიაღწია, რომელსაც მეორე ბუნდესლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. მანამდე იტალიელი “ჰოფენჰაიმის” ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა.

0.145758