მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ პაულო დიბალაზე ალაპარაკდა. ფეხბურთის მეფე მიიჩნევს, რომ “იუვენტუსის” თავდამსხმელი არა აისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი, როგორც მასზე ამბობენ.
“დიბალა? – არც ისეთი ძლიერია, როგორც ამბობენ. მას ახალ მარადონას ეძახიან, მაგრამ ერთადერთი, რაშიც გამორჩეულია, მარცხენა ფეხით თამაშია”, - თქვა ფეხბურთის მეფემ.
შეგახსენებთ, ბრაზილიისა და არგენტინის ამხანაგური მატჩი “ალბისელესტემ” 1:0 მოიგო. პაულო დიბალა კი სასტარტო შემადგენლობაში იყო ლიონელ მესისთან ერთად.