ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა, “გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა ნბა-ს სუპერფინალის მეოთხე შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კლივლენდში უნდა დამთავრდეს.
“ჩვენ გვინდა, ყველაფერი კლივლენდში დავამთავროთ, გვინდა, სახლში გამარჯვებულების რანგში დავბრუნდეთ”, - განაცხადა ტომპსონმა.
სუპერფინალური სერიის მე-4 მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.