ფეხბურთი

19:59 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” არ ჩერდება: კეიტაც “სან სიროზე”

მატეო მუსაკიო, ფრანკ კესიე, რიკარდო როდრიგესი და ახლა უკვე - კეიტა ბალდეც. Sky Sport-ის ცნობით, რომის “ლაციოსა” და “მილანს” შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და სენეგალელი ფეხბურთელი მალე “როსონერის” წევრი გახდება.

აღნიშნული ინფორმაცია აფრიკელი თავდამსხმელის აგენტმა რობერტო კალენდამ დაადასტურა:

“ლაციოსა” და “მილანს” შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ჩემი კლიენტი “სან სიროზე” გადაბარგდება”, - თქვა ფეხბურთელის აგენტმა.

კეიტა ბალდემ 2016/17 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში შედეგიანად ითამაშა: 31 მატჩში 16 გოლი. აღსანიშნავია, რომ 22 წლის შემტევს “იუვენტუსიც” ეპატიჟებოდა.

გარდა ამისა, იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “მილანი” ნიჭიერ მარჯვენა მცველ ანდრეა კონტის პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და ახლა ბერგამოს “ატალანტას” პასუხს ელოდება.

0.11644