ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატზე მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთამ ერთად ვიცე-ჩემპიონი სერგეი კარიაკინიც მონაწილეობს, სატურნირო ცხრილის სათავეში მაინც სხვა მოჭადრაკეები არიან, ფავორიტები კი მდევრის როლში იმყოფებიან.
სტურნირო მდგომარეობა მესამე ტურის დასრულების შემდეგაც უცვლელი დარჩა, რადგან ყველა პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა.
მე-3 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ლევონ არონიანი (2793) - ანიშ გირი (2771) 0.5:0.5
მაგნუს კარლსენი (2832) - ჰიკარუ ნაკამურა (2785) 0.5:0.5
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2796) - ფაბიანო კარუანა (2808)0.5:0.5
ვლადიმირ კრამნიკი (2808) - უესლი სო (2812) 0.5:0.5
სერგეი კარიაკინი (2781) - ვიშვანათან ანანდი (2786) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ:
1-2. ნაკამურა, კრამნიკი - 2.0-2.0 ქულა
3-8. კარიაკინი, კარუანა, კარლსენი, ვაშიე-ლაგრავი, არონიანი, სო -1.5-1.5
9-10. ანანდი, გირი - 1.0-1.0.
მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი:
გირი - ანანდი
სო - კარიაკინი
კარუანა - კრამნიკი
ნაკამურა - ვაშიე-ლაგრავი
არონიანი - კარლსენი