ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე, შოთა ინწკირველის მემორიალს მასპინძლობს 7 და 9 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონებსა და ბიჭებს შორის.
ასპარეზობა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ტარდება. გამარჯვებული მოჭადრაკეები სპეციალური თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.