ფეხბურთი

18:32 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას საკლუბო რეიტინგი: “რეალი” სათავეში

უეფას საკლუბო რეიტინგის ლიდერი ისევ მადრიდის “რეალია”. “სამეფო კლუბი” 2014 წლიდან მოყოლებული პირველობას არავის უთმობს. 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კი, მადრიდელთა სხვა კლუბებთან უპირატესობა კიდევ გაიზარდა.

გასულ სეზონში მადრიდელებმა 37,028 ქულა გამოიმუშავეს, ყველაზე ახლოს ამ შედეგთან, გასული სეზონის მიხედვით, “იუვენტუსის” ქულებია - 35,850.

მთლიანობაში “რეალი” 176,999 ქულითაა პირველ პოზიციაზე და საგრძნობლად უსწრებს მეორეზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” – 154,899 ქულა. საუკეთესო სამეულს კატალონიის “ბარსელონა” ასრულებს 151,999 ქულით.

უეფას საკლუბო რეიტინგის ტოპ 20:

  1. “რეალი” (ესპანეთი) – 176.999 ქულა
  2. “ბაიერნი” (გერმანია) – 154.899
  3. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 151.999
  4. “ატლეტიკო” (ესპანეთი) – 142.999
  5. “იუვენტუსი” (იტალია) – 140.666
  6. “პარი სენ-ჟერმენი” (საფრანგეთი) – 126.333
  7. “დორტმუნდი” (გერმანია) – 124.333
  8. “სევილია” (ესპანეთი) – 112.999
  9. “ბენფიკა” (პორტუგალია) – 111.866
  10. “ჩელსი” (ინგლისი) – 106.192
  11. “არსენალი” (ინგლისი) – 105.192
  12. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – 100.192
  13. “პორტუ” (პორტუგალია) – 98.866
  14. “შალკე” (გერმანია) – 96.899
  15. “მანჩესტერი” (ინგლისი) – 95.192
  16. “ლევერკუზენი” (გერმანია) – 90.899
  17. “ნაპოლი” (იტალია) – 86.666
  18. “შახტარი” (უკრაინა) – 87.526
  19. “ზენიტი” (რუსეთი) – 87.106
  20. “ტოტენჰემი” (ინგლისი) – 77.192

0.121577