27 წლის შემტევი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი ბათუმის "დინამოში" გადავიდა. გრიგალაშვილი თამაშობდა მარტვილის "მერანში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", საჩხერის "ჩიხურაში" და ასევე, კვიპროსულ კლუბებშიც: "ოთელოსში", "პაფოსსა" და'"ეთნიკოსში".
ელგუჯას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი, ოღონდ ადრე, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში.
სამაგიეროდ, გუნდი დატოვა ნიგერიელმა ნახევარმცველმა კენედი მვანგანგამ. მან 14 მატჩი ჩაატარა ბათუმელთა შემადგენლობაში.