კალათბურთი

21:58 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებულის გამოსავლინებლად ოვერტაიმი დაინიშნა

კალათბურთში საქართველოს 18 წლამდელთა ჩემპიონატის ფლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრაში მეორეადგილოსანმა ,,ჰიუნდაიმ’’, რეგულარული ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსან ,,სოხუმს’’ უმასპინძლა.

რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ფავორიტად ,,ჰიუნდაი’’ ითვლებოდა. პროგნოზის მიუხედავად, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 63:63 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლინებლად ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებით დროში ფორტუნამ ,,ჰიუნდაის’’ გაუღიმა, რომალმაც ორი ქულის სხვაობით 70:68 შეძლო მეტოქის დამარცხება და ,,ზაზა 1’’-სა და ,,არმიას’’ შემდეგ ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ჰიუნდაის’’ წევრმა ლევან თავხელიძემ აჩვენა, რომელმაც 20 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ნახევარფინალური სერიის მეოთხე გუნდის ვინაობა ხვალ, ,,გორი’’- ,,ქუთაისის’’ მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

0.0645