კალათბურთი

16:48 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი ფინალებში ჩაგდებული ქულებით მეოთხეა

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის მესამე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტთან” (113:118) 39 ქულა დააგროვა და სუპერფინალების ისტორიაში ჩაგდებული ქულების მიხედვით მეოთხე ადგილზეა.

ლებრონს 1175 ქულა დაუგროვდა, რის შედეგადაც ელჯინ ბეილორდს (1161), ლეგენდარულ ბილ რასელს (1154) და სემ ჯონსს (1143) გადაასწრო.

ლებრონს ერთი ქულით მაიკლ ჯორდანი უსწრებს - 1176, “მეფე” შემდეგ შეხვედრაში მაიკლსაც ჩამოიტოვებს და მესამე ადგილზე გადავა, მეორე ადგილს 1317 ქულით ქარიმ აბდულ-ჯაბარი იკავებს, ხოლო პირველ საფეხურზე 1679 ქულით ჯერი უესტი იმყოფება.

0.117093