იტალიის ნაკრებს კლაუდიო მარკიზიო გამოაკლდა. 31 წლის ფეხბურთელმა ურუგვაისთან ამხანაგური მატჩის მე-19 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც ცნობილი გახდა, გამოცდილ ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და ამიტომ ტურინში დაბრუნება მოუწია. მარკიზიო იტალიის ნაკრებს ლიხტენშტეინთან მატჩში ვერ დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაისთან შეხვედრაში მარკიზიომ იტალიის ნაკრების მაისური 2015 წლის ნოემბრის შემდგომ პირველად მოირგო, მაგრამ დაბრუნება წარუმატებელი გამოუვიდა. მარკიზიოს გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატიც გაუცდა – ტრავმის გამო.
შეგახსენებთ, იტალიამ ურუგვაის ნაკრებს ადვილად, 3:0 მოუგო.