ჩოგბურთი

22:38 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: “ტიმი რთული მეტოქეა, იმედია არ წავაგებ”

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა “როლან გაროსის” ნახევარფინალური მატჩის წინ მის მეტოქეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტიმთან რთული შეხვედრა ელის.

“მთლიანი ტურნირია კარგად ვთამაშობ, კორტზე კარგად ვმოძრაობ. ტიმი ნამდვილად რთული მეტოქეა, იმედი მაქვს არ წავაგებ. ავსტრიელი ბარსელონაში და მადრიდში დავამარცხე, ხოლო რომში კი წავაგე. იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებ და ფინალში გავალ”- განაცხადა ნადალმა.

ნადალი-ტიმის ნახევარფინალური შეხვედრა 9 ივნისს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

0.127441