ფეხბურთი

19:50 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო კოლუმბიის ნაკრების ისტორიაში ჩაეწერა

“მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კოლუმბიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 31 წლის ფორვარდმა ესპანეთის ნაკრებს გუშინ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში გაუტანა და ეს მისი 26-ე გოლი იყო ნაკრებში.

ფალკაომ არნოლდო იგუარანას გადაასწრო, რომელსაც 25 გოლი აქვს გატანილი.

რადამელ ფალკაოს დებიუტი კოლუმბიის ნაკრებში 2007 წელს შედგა. 26 გოლის გასატანად მას 65 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

0.120732